Accessibility links

"ომონის" მეორე ბატალიონის მებრძოლებმა რუსეთის პრეზიდენტსა და გენპროკურატურას წერილი მისწერეს


მოსკოვის "ომონის" მეორე ბატალიონის მებრძოლებმა, რომელთა მთავარი ამოცანა ქუჩის საპროტესტო აქციების დაშლაა, რუსეთის პრეზიდენტსა და გენპროკურატურას წერილი მისწერეს, რომელშიც ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ დანაშაულსა და შრომის არაადამიანურ პირობებზეა საუბარი. ამ ინფორმაციას მოსკოვში გამომავალი ჟურნალი "ნიუ ტაიმს"-ი ავრცელებს. წერილის ასლები ასევე გაეგზავნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სხვა სახელმწიფო უწყებებს. წერილზე ხელს ათამდე მილიციელი აწერს.
XS
SM
MD
LG