Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი შეშფოთებულია მოსკოვში გამართული დემონსტრაციის დაშლის გამო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებული ცნობების გამო, რომელთა თანახმად 31 იანვარს, მოსკოვში, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ, ძალის გამოყენებით დაშალა რუსეთის მოქალაქეთა მშვიდობიანი დემონსტრაცია. ვაშინგტონის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ასამდე დემონსტრანტის დაკავება და აქციის ზოგი მონაწილის ფიზიკური შეურაცხყოფა ხელყოფს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას, ეს კი ადამიანის „უნივერსალური და ფუნდამენტური უფლებებია, რომელიც უნდა დავიცვათ და განვავითაროთ“, ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG