Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ”კონკორდის” ათი წლის წინანდელ კატასტროფაზე სასამართლო იწყება


საფრანგეთში დღეს იწყება სასამართლო პროცესი, რომელიც ”ეარ ფრანსის” კუთვნილი ”კონკორდის” კატასტროფის საქმეს განიხილავს. 2000 წლის ივლისში მომხდარი კატასტროფის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა. ფრანგი გამომძიებლები კატასტროფის მიზეზად ასახელებენ ლითონის ნაჭერს, რომელიც ასაფრენ ბილიკზე ”კონტინენტალ ეარლაინზის” თვითმფრინავმა დატოვა. ამერიკულ ავიაკომპანიას და კიდევ ხუთ პირს გაუფრთხილებლობით ჩადენილ მკვლელობაში ედებათ ბრალი. სასამართლო პროცესი პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქში იმართება და სავარაუდოდ, ოთხ თვეს გასტანს. ”ეარ ფრანსი” და ”ბრითიშ ეარვეიზი” 2003 წლიდან აღარ იყენებენ ”კონკორდს”.
XS
SM
MD
LG