Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში საომარ დანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავეს


ბოსნიის პოლიციამ დააკავა ბოსნიელი მუსულმანების ყოფილი სამხედრო მეთაური, რომელსაც 1992-1995 წლებში მიმდინარე ომის დროს 22 მშვიდობიანი ხორვატი მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად. პროკურორის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზულფიკარ ალისპაგო საგანგებო ბრიგადას ხელმძღვანელობდა, რომელიც 1993 წლის აპრილში ჩადენილი საომარი დანაშაულის უკან დგას. ამ შენაერთის წევრები დანაშაულს ჩადიოდნენ მშვიდობიანი ხორვატი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების მიმართ სოფელ ტრუსინაში, სამხრეთ ბოსნიაში.
XS
SM
MD
LG