Accessibility links

logo-print

აშშ რუსეთში აქტივისტების დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს


შეერთებული შტატები გამოთქვამს შეშფოთებას რუსეთის დედაქალაქში ჩატარებული აქციის დროს ასამდე აქტივისტის მოკლევადიანი დაკავების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მოქმედება იყო მორიგი შეტევა სიტყვისა და შეკრების თავისუფლებაზე. მანამდე ევროკავშირმაც მოუწოდა რუსეთს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ დამოკიდებულების შერბილებისკენ. ევროკავშირის განცხადებით, ორიოდე დღის წინ გამართული აქციისას დაკავებულთა შორის იყო ოლეგ ორლოვიც, რომელსაც გასულ წელს ევროპარლამენტმა სახაროვის სახელობის პრიზი გადასცა.
XS
SM
MD
LG