Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილდტი და სიკორსკი რუსეთსა და აშშ-ს ტაქტიკური ბირთვული იარაღის კონტროლისკენ მოუწოდებენ


შვედეთი და პოლონეთი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ევროპაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის შემცირებისკენ მოუწოდებენ. ნიუ იორკ ტაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი და მისი პოლონელი კოლეგა რადოსლავ სიკორსკი წერენ რუსეთის ქობინებზე, რომლებიც ბალტიის ზღვაზე - კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში - კოლის ნახევარკუნძულზეა განლაგებული. რუსეთი და შეერთებული შტატები აწარმოებენ მოლაპარაკებებს სტრატეგიული ბირთვული იარაღის შეზღუდვის შესახებ. ტაქტიკური ბირთვული იარაღი კი არ კონტროლდება არც ერთი შემზღუდავი ხელშეკრულებით.
XS
SM
MD
LG