Accessibility links

logo-print

ირანში სიკვდილით დასჯიან კიდევ ცხრა ოპოზიციონერ აქტივისტს


ირანში სიკვდილით დასჯიან საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე კიდევ ცხრა ოპოზიციონერ აქტივისტს. ამის შესახებ სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა. მისი თქმით, სიკვდილმისჯილები ირანში ისლამური წყობის დამხობას გეგმავდნენ. ოპოზიციის აქტივისტებს სასიკვდილო განაჩენი გასულ კვირაში გამოუტანეს, თუმცა მათმა ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ირანში უკვე ჩამოახრჩვეს საპროტესტო აქციებში მონაწილე ორი მამაკაცი, თუმცა ოპოზიციის ლიდერმა მირჰოსეინ მუსავიმ 2 თებერვალს მაინც მოუწოდა თავის მომხრეებს გააგრძელონ ბრძოლა რეპრესიების მიუხედავად. 11 თებერვალს - ისლამური რევოლუციის წლისთავზე ოპოზიცია მასშტაბური დემონსტრაციის მოწყობას აპირებს.
XS
SM
MD
LG