Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორის საზღვართან სრულდება მიწისქვეშა ჯებირის მშენებლობა


ეგვიპტეში, ღაზის სექტორის საზღვართან დასასრულს უახლოვდება მიწისქვეშა ჯებირის მშენებლობა. ფოლადის ჯებირმა, რომლის სიღრმე 20 მეტრია, უნდა მოსპოს მიწისქვეშა გვირაბები, რომელთა საშუალებითაც ღაზის სექტორში კონტრაბანდული საქონელი და იარაღი შედის. გასულ კვირაში ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა ჯებირის მშენებლობას უწოდა „ნაციონალური სუვერენიტეტის განმტკიცების საკითხი, რომელიც განსჯას არ ექვემდებარება.“ მუბარაქმა ამგვარად უპასუხა კრიტიკის ტალღას, რომელიც ისრაელისა და ეგვიპტის მხრიდან ღაზის სექტორის ბლოკადას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG