Accessibility links

logo-print

თარგამაძე ”ბლოკ-ჯორჯიას” საქმიანობის შესწავლას ითხოვს


ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მთავარი პროკურატურისგან საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში კომპანია ”ბლოკ-ჯორჯიას” საქმიანობის შესწავლას ითხოვს. მოძრაობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, როგორ მზადდებოდა ჰოსპიტალურ სექტორში კომპანიის შესვლის გადაწყვეტილება და კონკრეტულად ვინ ლობირებდა და ლობირებს ”ბლოკ-ჯორჯიას.” საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, თავად ხელისუფლება აღიარებს, რომ კომპანიამ ვალდებულბები ვერ შეასრულა, თუმცა, შესაბამის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მაინც ვერ იღებს. თარგამაძე დარწმუნებულია, რომ “ბლოკ-ჯორჯიასთან” დაკავშირებით თავის დროზე მიღებული გაწყვეტილება ნაკარნახევი იყო მხოლოდ კერძო, კორუფციული ინტერესებით და არა ჰოსპიტალურ სექტორში ვითარების სასიკეთოდ შეცვლის სურვილით.
XS
SM
MD
LG