Accessibility links

logo-print

სააკაშვილი ”პირველი კავკასიურის” ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს


საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის, “პირველი კავკასიურის” თანამგზავრული მაუწყებლობის გათიშვას საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს - ამის შესახებ დღეს მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერმა განაცხადა. მანანა მანჯგალაძის თქმით, ეს იგივეა, რომ საქართველოს პოლიტიკური ნიშნით BBC, CNN, ან რომელიმე ფრანგული არხი გაეთიშა. პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ ”თავისუფალი აზრი ჯერ რუსეთში დაიბლოკა, შემდეგ “გაზპრომმა” მოახერხა დასავლეთის ბევრ მედიასაშუალებაზე კონტროლის მოპოვება და პარალელური რეალობის შექმნა სცადა. ახლა კი, რუსეთის ფარგლებს გარეთაც ხდება ალტერნატიული აზრის დაბლოკვა, რათა “გაზპრომის” პარალელური რეალობა ერთადერთ ჭეშმარიტებად გაასაღონ”. მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი ”პირველი კავკასიურის” ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს და მათ დამოუკიდებლობისა და პროფესიულ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას აძლევს.
XS
SM
MD
LG