Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროსაბჭოს ოკუპირებული ტერიტორიებისადმი სახელმწიფო სტრატეგიას წარუდგენს


რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი გაემგზავრა სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ოკუპირებული ტერიტორიებისადმი სახელმწიფო სტრატეგიას წარუდგენს. ამავე დოკუმენტის შინაარსი დღეს თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს კნუტ ვოლებეკს გააცნო. კომისარმა ასევე მიიღო ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ. თბილისიდან კნუტ ვოლებეკი გაემგზავრა სოხუმში, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG