Accessibility links

logo-print

სააკაშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციას გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ დაესწრება


პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დღეს განაცხადა, რომ ამ კვირაში, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციას მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ დაესწრება. მანანა მანჯგალაძის ცნობით, მიუნხენის კონფერენციის დირექტორმა საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ იანვარში მიიწვია, თუმცა, განრიგის თანახმად, უახლოეს პერიოდში თბილისში ჩამოდიან პოლონეთის პრემიერ მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარების ახლადდამტკიცებულ პროექტს გააცნობს. პრეს-სპიკერმა დღეს ასევე განაცხადა, რომ გაზაფხულზე დაგეგმილია პრეზიდენტის ვიზიტები რუმინეთსა და საფრანგეთში, ასევე აშშ-ში, სადაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისადმი მიძღვნილ სამიტზე მიიწვია.
XS
SM
MD
LG