Accessibility links

ცხინვალი რუსული ბაზის დაარსების წლისთავს ზეიმობს


ცხინვალში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბაზის დაარსების წლისთავი ზეიმით აღნიშნეს

ცხინვალში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბაზის დაარსების წლისთავი ზეიმით აღნიშნეს

ცხინვალში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბაზის დაარსების წლისთავი ზეიმით აღნიშნეს.

ერთი წლის განმავლობაში მე-4 ბაზა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მთლიანად განთავსდა. აქამდე ეს ბაზა სამ გარნიზონში იყო განლაგებული, მათ შორის ვლადიკავკაზში, ახლა კი ბაზის დისლოკაციის ადგილებია ცხინვალი და ჯავა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს
მე-4 ბაზა ცხინვალში
დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში შეყვანილია 100-ობით ტანკი და სხვა საბრძოლო ტექნიკა. როგორც ბაზის ხელმძღვანელობა აცხადებს, რუსეთიდან ცხინვალში თანამედროვე სამხედრო ტექნიკაა ჩაყვანილი, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკას უსაფრთხოების სრულ გარანტიას უქმნის. პირადი შემადგენლობა მესაზღვრეებთან ერთად, ეგრეთწოდებული საზღვრის მთელ პერიმეტრს იცავენ. რუსი ჯარისკაცების მთავარი მოვალეობა როკის გვირაბის დაცვაა.

მე-4 ბაზის მეთაურის ალექსანდრე შუშუკინის ინფორმაციით, ბაზაზე შეიქმნა სამთო-სადაზვერვო დანაყოფი, რომელიც წვრთნებს საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად გადის. გარდა ამისა, შუშუკინმა აღნიშნა, რომ გაზაფხულიდან დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მასშტაბური სწავლებები დაიწყება. იქნება სროლა მსხვილკალიბრიანი იარაღიდანაც. მეთაურის თქმით, მე-4 ბაზაზე ამჟამად რუსეთის 54 რეგიონიდან ჩაყვანილი ჯარისკაცი მსახურობს, აქედან 1/3 ჯარში ხელშეკრულებით იმყოფება.

მე-4 ბაზის დაარსებისადმი მიძღვნილი საზეიმო
აღლუმი
მე-4 ბაზის დაარსების წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი დაესწრო. აღლუმის დასრულების შემდეგ მან რუს ჯარისკაცებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სხვადასხვა საჩუქრები გადასცა.

რუსმა ჯარისკაცებმა სამხედრო აღლუმზე საბჭოთა კავშირის დროშებით ჩაიარეს, აღლუმის შემდეგ გამართულ კონცერტზე კი რუსული სამხედრო-პატრიოტული სიმღერები შეასრულეს. ცხინვალი და ჯავა ერთ დიდ სამხედრო ქალაქად გადაიქცა, სადაც დიდი რაოდენობით ტექნიკა და პირადი შემადგენლობაა თავმოყრილი.

გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის მალხაზ მინდიაშვილის აზრით, ცხინვალში დისლოცირებული სამხედრო ბაზაც იმ საბჭოთა ბაზების ბედს გაიზიარებს, რომლებიც ერთ დროს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იყო განლაგებული.

მე-4 ბაზიდან გამოქცეულმა არაერთმა რუსმა ჯარისკაცმა თავშესაფარი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა. რუსულ ჯარში და ცხინვალის სამხედრო ბაზაზე რომ საბჭოთა დროინდელი ”დედოვშინა” შენარჩუნებულია, ამას ხელმძღვანელობაც ვეღარ მალავს.
XS
SM
MD
LG