Accessibility links

logo-print

იანუკოვიჩი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტად ასახელებს ტიმოშენკოს მთავრობის მოხსნას


უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, მისი პრიორიტეტია - კვირას არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში - პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსა და მისი მთავრობის დათხოვნა. თუმცა, მცდელობას, გადააყენოს ტიმოშენკო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მეტოქეა, ხელს შეუშლიდა ის გარემოება, რომ იანუკოვიჩის პარტია პარლამენტში უმცირესობაშია. იუწყებიან აგრეთვე, რომ ტიმოშენკო გუშინ მარტომ ისარგებლა ტელეეთერით საარჩევნო „დებატების“ დროს, რადგან იანუკოვიჩი სტუდიაში არ მივიდა.
XS
SM
MD
LG