Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელების დამატებითი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში გაზაფხულზე ჩავა


გაზაფხულზე 18-დან 30 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ჩავა ავღანეთში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილების შესაბამისად. ამის შესახებ ვაშინგტონში, შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ მალენმა. მისივე თქმით, თალიბანის სამოქმედო არეალი გასცდა რეგიონებს სამხრეთში, სადაც მას დასაყრდენი ეგულებოდა და ახლა ის მზარდი გავლენით სარგებლობს ავღანეთის პროვინციების უმრავლესობაში. ვაშინგტონის წარმომადგენლები ადრე აცხადებდნენ, რომ 30 000 ჯარისკაცი ავღანეთში ივნისის მიწურულისთვის ჩავიდოდა.
XS
SM
MD
LG