Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთს ეწვია თალიბანის საკითხში მხარდაჭერის მოსაპოვებლად


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დღეს საუდის არაბეთს ეწვია თალიბანის არა-რადიკალი წევრების შემორიგების პროცესში მხარდაჭერის მოსაპოვებლად. კარზაი დიდი ხანია მოუწოდებს საუდის არაბეთს, ისარგებლოს თავისი გავლენით და თალიბები იარაღის დაყრაზე დაიყოლიოს. როგორც საუდის არაბეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, სამეფო არ აპირებს ავღანეთში სამშვიდობო პროცესში ჩართვას, სანამ თალიბანი არ შეწყვეტს ურთიერთობას ექსტრემისტებთან და აღარ გაუწევს მფარველობას ტერორისტების ლიდერს, ოსამა ბინ ლადენს. გასულ კვირაში კარზაის გეგმამ, რომელიც თალიბანის არა-რადიკალი წევრების გადაბირებას ითვალისწინებს, მხარდაჭერა მოიპოვა დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე ლონდონში. საუდის არაბეთი, პაკისტანთან და გაერთიანებულ საამიროებთან ერთად იმ სამ ქვეყანას შორის არის, რომლებიც 1996-2001 წლებში ავღანეთში თალიბანის მმართველობას აღიარებდნენ.
XS
SM
MD
LG