Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი დალაი ლამას შეხვდება, ჩინეთის უკმაყოფილების მიუხედავად


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თეთრი სახლის განცხადებით, დალაი ლამას შეხვდება. როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ბილ ბარტონმა ჟურნალისტებს აუწყა, პრეზიდენტმა ობამამ ჩინეთის ლიდერებს შარშანდელი ვიზიტის დროს უთხრა, რომ დალაი ლამასთან შეხვედრას აპირებდა და ამას გააკეთებს კიდეც. მას შემდეგ, რაც ობამას ადმინისტრაციამ პეკინის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია გადაწყვეტილებით, ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ, ჩინეთმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, არ შეხვდეს ტიბეტელების სულიერ ლიდერს. დღესვე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ბარტონმა დაადასტურა ვაშინგტონის პოზიცია, რომ ტიბეტს ჩინეთის ნაწილად განიხილავს. პეკინმა 1950 წელს დაიპყრო ტიბეტი.
XS
SM
MD
LG