Accessibility links

ირანი თანახმაა ურანი საზღვარგარეთ გაამდიდროს


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ამბობს, რომ ”ვერ ხედავს პრობლემას” ურანის დასავლეთში გაგზავნასთან და იქ გამდიდრებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება მან ირანის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჩარჩო ხელშეკრულების მიხედვით, ირანის ისლამურ რესპუბლიკას შესთავაზეს, გაეტანა 1,2 ტონა ნაკლებგამდიდრებული ურანი რუსეთში შემდგომი გამდიდრებისა და ბირთვული საწვავის მისაღებად საფრანგეთში, თუმცა თეირანმა თავიდან ამ სქემაზე უარი განაცხადა. აჰმადინეჯადის განცხადების კომენტირებისას ოფიციალურმა ვაშინგტონმა თქვა, რომ თუ ირანი გაეროს გეგმის მიღებას აპირებს, მაშინ მან ამის შესახებ გაეროს შესაბამის უწყებას უნდა აცნობოს.

XS
SM
MD
LG