Accessibility links

logo-print

მაიკლ ჯეკსონის ექიმს შესაძლოა ბრალი წაუყენონ


ამერიკული მედიის ცნობით ექიმ კონრად მიურეის, რომელიც მომღერალ მაიკლ ჯეკსონს მკურალობდა, შესაძლოა გაუფრთხილებლობით მკვლელობაში წაუყენონ ბრალი. მომღერალი გასული წლის 25 ივლისს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექიმებმა მისი სიკვდილის მიზეზად მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა დაასახელეს. კონრად მიურეი ამტკიცებს, რომ არასოდეს გამოუწერია ჯეკსონისთვის ისეთი რამ, რაც მისი სიკვდილის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. ექიმი აცხადებს, რომ ამჟამად ლოს ანჯელესში იმყოფება და ჩაბარდება სამართალდამცავებს, თუ მას ამას მოსთხოვენ.

XS
SM
MD
LG