Accessibility links

logo-print

საქართველო უკრაინაში დამკვირვებლებს აღარ გააგზავნის


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქართველი დამკვირვებლები აღარ გაიგზავნებიან - საქართველოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააცნო. გადაწყვეტილება, პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, დაკავშირებულია იმასთან, რომ პირველ ტურში ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა და საქართველო ცდილობს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი ორივე კანდიდატთან. მიხეილ სააკაშვილმა ასევე მოუწოდა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც არჩევნებს უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებიან, სამშობლოში დაბრუნდნენ.

XS
SM
MD
LG