Accessibility links

logo-print

უკრაინის არჩევნების მონიტორინგისთვის საქართველო დამკვირვებლებს აღარ გაგზავნის


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგისთვის საქართველო დამკვირვებლებს აღარ გაგზავნის. მიზეზად პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ის დაასახელა, რომ ქართველი მეთვალყურეების საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ”მოვუწოდებთ, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში არჩევნების მეთვალყურეობისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არიან მიწვეულნი, სამშობლოში დაბრუნდნენ, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი გაუგებრობა”, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე მანჯგალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს ამოცანა არა უკრაინის არჩევნებში ჩარევა და რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა, არამედ სრული ნეიტრალიტეტის დაცვა და ტრადიციული კეთილგანწყობის შენარჩუნება იყო. ”ჩვენ უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ პირთან ვითანამშრომლებთ და მზად ვართ ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ” - განაცხადა მანჯგალაძემ.
XS
SM
MD
LG