Accessibility links

logo-print

გერმანიაში საზოგადოებრივი სფეროს მუშაკებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყეს


საზოგადოებრივი სფეროს მუშაკებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გაფიცულები ხელფასის 5%-ით გაზრდას მოითხოვენ. გერმანიის მომსახურების სფეროს პროფკავშირის ცნობით, გაფიცვაში მონაწილეობენ ბერლინის, მიუნჰენისა და სხვა რამდენიმე დიდი ქალაქის საავადმყოფოების თანამშრომლები. ნიურბერგში მუშაობა შეწყვიტა დასუფთავების სამსახურმა. მთელ რიგ ქალაქებში აღარ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურა საბავშვო ბაღები და შრომის ბირჟები. გერმანიის მთავრობა უარს აცხადებს ხელფასის მომატებაზე. მიზეზად ქვეყნის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა სახელდება.
XS
SM
MD
LG