Accessibility links

logo-print

გაეროს ეგიდით კიბოს მსოფლიო დღე აღინიშნება


დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით კიბოს მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ წლის თემაა ”კიბოს თავიდან აცილებაც შესაძლებელია”. ყურადღება გამახვილდება ისეთ პრევენტულ საკითხებზე, როგორიც არის თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა, ჯანსაღად კვება და ვარჯიში, ალკოჰოლის შეზღუდული რაოდენობით მოხმარება, მზეზე ყოფნის ხანგრძლიობის შეზღუდვა და ვაქცინაცია კიბოს გამომწვევ ინფექციებზე - ადამიანის პაპილომავირუსსა და ჰეპატიტზე. კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უჭერს მხარს, აცხადებს, რომ კიბოთი დაავადების შემთხვევების 40 პროცენტის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი ადამიანები გაითვალისწინებენ ჩამოთვლილ რჩევებს. ყოველ წელს მსოფლიოში 12 მილიონზე მეტ ადამიანს უდგინდება ეს დაავადება და 7 მილიონ 600 ათასი კვდება.
XS
SM
MD
LG