Accessibility links

ჰაიტის პრემიერ-მინისტრი - მიწისძვრამ 200 ათასზე მეტი შეიწირა


ჰაიტის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჰაიტის ხელისუფლების ინფორმაციით, 200 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული გასული თვის მიწისძვრის შედეგად. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 300 ათასი ადამიანია დაშავებული. 4000-ს ამპუტაცია დასჭირდა. დანგრეულია 250 ათასი სახლი. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ჰაიტიზე საერთაშორისო დახმარების მიწოდების კოორდინაციის საკითხში ლიდერის როლი დააკისრა აშშ ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს. ბილ კლინტონი უხელმძღვანელებს აგრეთვე დონორთა კონფერენციას ჰაიტის დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG