Accessibility links

logo-print

ჩინეთი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვას


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ძიეჩის ვარაუდით, ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მსჯელობამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს დიპლომატიურ ძალისხმევას. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ირანი შესაძლოა, მზად იყოს ურანის უცხოეთში გასაგზავნად. ამ ზომას ითვალისწინებს ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება, რომლის ინიციატორიც გაეროა და რომელიც ირანმა თავდაპირველად უარყო. დასავლეთის ზოგმა ქვეყანამ ბოლო თვეებში გააფრთხილა ირანი, რომ ახალ სანქციებს განიხილავენ მისი ბირთვული პროგრამის გამო, რომელიც უცხოეთში შეშფოთებას იწვევს. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამოქალაქო მიზნებს ემსახურება, მაშინ როცა დასავლეთში შიშობენ, რომ ის შესაძლოა, ბომბის შესაქმნელად იქნეს გამოყენებული. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს არ არის „სანქციებზე ლაპარაკის" დრო, რადგან ეს შესაძლოა წინ აღუდგეს საკითხის დიპლომატიურად მოგვარებას.
XS
SM
MD
LG