Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება არჩევნების გაყალბების შემთხვევაში


უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს განცხადებით, მან შესაძლოა, ხალხი ქუჩაში გაიყვანოს მეორე „ნარინჯისფერ რევოლუციაზე“, თუ მისი მეტოქე, ვიქტორ იანუკოვიჩი არჩევნების გაყალბებას შეეცდება. საქმე ეხება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც კვირას გაიმართება. როგორც ტიმოშენკომ დღეს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, ტექნიკური და ორგანიზაციული თვალსაზრისით, ხალხის ნების პატიოსნად გამოხატვისა და პატიოსანი შედეგების უზრუნველყოფას, ხალხის მობილიზებას მოვახდენთ. ამაში ეჭვი არ მეპარება“. დღესვე ტიმოშენკომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“ არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში საარჩევნო კანონში ბოლო წუთში შეტანილი შესწორებით. ამ შესწორების შედეგად, საჭირო აღარ არის, პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლებმა გაუწიონ მეთვალყურეობა საარჩევნო უბნებში ხმების დათვლას. ტიმოშენკომ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მოუწოდა, უარი თქვას ამ შესწორების დამტკიცებაზე.
XS
SM
MD
LG