Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 200 000-მდე ადამიანი დაიღუპა


ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა ჟან-მაქს ბელერივმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირების ბოლო შეფასებით, 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა კუნძულზე გასულ თვეში, 12 იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბელერივმა განაცხადა აგრეთვე, რომ დაშავებულების რიცხვი 300 000 აღწევს, დანგრეულია 250 000 სახლი. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს დაავალა ლიდერის როლის შესრულება ჰაიტისთვის საერთაშორისო დახმარების კოორდინირების საქმეში.
XS
SM
MD
LG