Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის მილიციის ცნობით, ქალაქში აღარ იმყოფება საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომელიც არჩევნების გამო ჩავიდა


დონეცკის მილიციის ცნობით, ქალაქში აღარ იმყოფება საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების გამო ჩავიდა და მეორე ტურისთვის დარჩენას აპირებდა. ოთხშაბათს პრეზიდენტ სააკაშვილის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგისთვის საქართველო დამკვირვებლებს აღარ გაგზავნის. საპასუხოდ, პრეზიდენტობის კანდიდატის იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბში იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას შეცვლის და უკრაინაში არა ფსევდო, არამედ ნამდვილ მეთვალყურეებს გაგზავნის. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც შვიდ თებერვალს გაიმართება, საქართველოდან მონიტორინგს გაუწევენ მხოლოდ ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციების ევროპული ქსელის მისიის შემადგენლობაში იმუშავებენ.
XS
SM
MD
LG