Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციას უამრავი ხარვეზი აქვს


ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას უამრავი ხარვეზი აქვს და ეს მდგომარეობა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების კონსენსუსის შედეგად უნდა გამოსწორდეს. ბუკიკიოს შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუცია, რომელშიც ხელისუფლების შტოთა ბალანსი სერიოზულად დარღვეულია, თანამედროვე და დასავლურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია მეორე დღეა თბილისში კონსულტაციებს აწარმოებს.
XS
SM
MD
LG