Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, მის ქვეყანაში აშშ-ის გადამტაცი რაკეტები განთავსდება


რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ დღეს განაცხადა, რომ რუმინეთი დათანხმდა მის ტერიტორიაზე საშუალო რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გადამტაცი დანადგარების განთავსებას, რაც შეერთებული შტატების ახალი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილია. როგორც ბასესკუმ თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, „რუმინეთი ოფიციალურად იქნა მიწვეული აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში მონაწილეობის მისაღებად“. ბასესკუს განმარტებით, ბუქარესტმა ახალ სისტემაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა იმის გამო, რომ ის „რუმინეთის მთელს ტერიტორიას დაიცავს“. რუმინეთის პრეზიდენტმა იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სისტემა რუსეთისადმი მტრულად არ უნდა იქნეს მიჩნეული.
XS
SM
MD
LG