Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათრეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება: რუსტამ მინიხანოვი


თათრეთში პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილ რუსტამ მინიხანოვს. ის უნდა ჩაენაცვლოს მინტიმერ შაიმიევს, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განუწყვეტლივ ედგა სათავეში რუსეთში შემავალ ამ რესპუბლიკას. პარლამენტი დღეს ერთხმად მიემხრო 52 წლის მინიხანოვს, თათრეთის პრემიერ-მინისტრს 1998 წლიდან. მისი კანდიდატურა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა წარმოადგინა. რაც შეეხება 73 წლის შაიმიევს, მან მიმდინარე თვეში მოულოდნელად გამოაცხადა, რომ აღარ შეეცდება თათრეთის პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნებას მას შემდეგ, რაც მარტში ამოიწურება მისი მმართველობის ამჟამინდელი ვადა.
XS
SM
MD
LG