Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შესწორებას არჩევნების შესახებ კანონში


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ხელი მოაწერა არჩევნების შესახებ კანონში შესწორებას მიუხედავად გამოთქმული ვარაუდისა, რომ შესწორებას შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაყალბება მოჰყვეს. კენჭისყრა 7 თებერვალს გაიმართება. პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩს უპირისპირდება, განაცხადა, რომ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“ გასაყალბებლად ემზადება სწორედ ამ, ბოლო მომენტში მიღებული შესწორების დახმარებით. ცვლილების შედეგად, საჭირო აღარ არის, პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლებმა გაუწიონ მეთვალყურეობა საარჩევნო უბნებში ხმების დათვლას. ტიმოშენკომ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მოუწოდა, უარი ეთქვა ამ შესწორების დამტკიცებაზე. დღესვე იულია ტიმოშენკო დაიმუქრა, რომ შესაძლოა ხალხი ქუჩაში გაიყვანოს მეორე „ნარინჯისფერ რევოლუციაზე“, თუ იანუკოვიჩი არჩევნების გაყალბებას შეეცდება.
XS
SM
MD
LG