Accessibility links

ამერიკის არმიაში ჰომოსექსუალთა მიმართ პოლიტიკა შეიცვლება


ამერიკის არმიას ხალხი სჭირდება. ეს ქვეყანა ორ ომს აწარმოებს - ერაყსა და ავღანეთში და ამ უკანასკნელის გამო პრობლემა აქვს: ბოლო ხანებში კოალიციური ჯარი განსაცდელშია. ეს და სხვა პრობლემები აფიქრებინებთ შეერთებული შტატების არმიის მეთაურებს, შეცვალონ არმიაში ჰომოსექსუალთა მიმართ პოლიტიკა და ამ გზით თანამემამულეების დამცველთა რიგებში ჩადგომის საშუალება მისცენ დიდ ჯგუფს, რომელსაც აქამდე სექსუალური ორიენტაციის გამო ეზღუდებოდა სამხედრო სამსახური.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რესპუბლიკელი რობერტ გეიტსი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი ადმირალი მაიკლ მალენი ამერიკელ კანონმდებლებს - კონგრესმენებს - მიმართავენ, შეიცვალოს სამხედრო სამსახურში გეიების მიმართ პოლიტიკა. ეს პოლიტიკა, ძალიან მოკლედ რომ განვმარტოთ, სამხედრო სამსახურში დუმილის პოლიტიკაა, რომელსაც ასე ჰქვია: „არც ჰკითხო და არც უთხრა“. შეიარაღებული უწყებების სენატის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მალენმა მხურვალე მხარდაჭერა გამოუცხადა ამ მიდგომის შეცვლას და თქვა, რომ არსებული პოლიტიკა აუტანელ მორალურ ტვირთად აწვება ახალგაზრდა კაცებს და ქალებს, რომლებიც მზად არიან ქვეყნისათვის თავი საფრთხეში ჩაიგდონ:

ჩემი პირადი რწმენით, სწორი იქნება, თუკი გეიებს და ლესბოსელებს ღიად მივცემთ საშუალებას არმიაში იმსახურონ ...
„ჩემი პირადი რწმენით, სწორი იქნება, თუკი გეიებს და ლესბოსელებს ღიად მივცემთ საშუალებას არმიაში იმსახურონ. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ვუყურებ ამ საკითხს მე, მაგრამ ვერ ვერევი მღელვარებას ჩვენი პოლიტიკის გამო, რომელიც აიძულებს ახალგაზრდა კაცებს და ქალებს ტყუილი თქვან იმისათვის, რომ თანამოქალაქეების დაცვა შეძლონ. პირადად ჩემთვის ეს არის მათი, როგორც პიროვნებების, და ჩვენი, როგორც ინსტიტუციის, ინტეგრაციის საკითხი.“

ეს პოლიტიკა, რომლითაც არ არის კმაყოფილი მაიკლ მალენი, 1993 წელს შეიმუშავა კონგრესმა. ამ პოლიტიკის თანახმად, როგორც უკვე ვთქვით, ჰომოსექსუალებს არმიის რიგებში მოხვედრა შეეძლოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ აღიარებდნენ, რომ ჰომოსექსუალები არიან. ამავე კანონით, არც ერთ სამხედროს - მათ შორის, არც უშუალო მეთაურ ოფიცერს - არ ჰქონდა უფლება გაერკვია სხვა სამხედრო მოსამსახურის სექსუალური ორიენტაცია.

აშშ-ის უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ ობამას, სურს, რომ გეიებმა ღიად იმსახურონ ამერიკის არმიაში. თავდაცვის უწყება ახლა იწყებს ხანგრძლივ კვლევას, თუ როგორ შეიცვალოს ეს პოლიტიკა ისე, რომ არ შეიქმნას პრობლემები შეიარაღებულ უწყებებში.

ამ თემაზე გამოკითხვები ჩატარდა და დადგინდა, რომ ამერიკის გამოკითხული მოსახლეობის 59 პროცენტს - ყოველ შემთხვევაში, შარშანდელი შედეგებით - სურს, რომ გეიებმა და ლესბოსელებმა თავისუფლად, ორიენტაციის დაუფარავად, იმსახურონ არმიაში. უფრო ადრე, 2006 წელს, იმავე საკითხზე ერაყის და ავღანეთის ომების ვეტერანებმა თქვეს, რომ მათ არ აწუხებდათ ჰომოსექსუალ თანამებრძოლებთან ერთად სამსახური.

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა საქართველოს შესახებაც. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პრეს-მდივანს, სალომე
ამერიკის გამოკითხული მოსახლეობის 59 პროცენტს სურს, რომ გეიებმა და ლესბოსელებმა თავისუფლად, ორიენტაციის დაუფარავად, იმსახურონ არმიაში ...
მახარაძეს, ვთხოვეთ, რაიმე ეთქვა საქართველოს არმიაში ჰომოსექსუალობის საკითხზე, მის არსებობა- არარსებობაზე. სალომე მახარაძის პასუხი ასეთი იყო: „თემა, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელზეც შტატებში ასე საუბრობენ, საერთოდ არ არის პოპულარული ამ ქვეყანაში და, მით უმეტეს, ჯარში.“

ამერიკის სენატში ზემოხსენებულ მოსმენებზე მიჩიგანელმა დემოკრატმა კანონმდებელმა, კარლ ლევინმა, რომელიც პოლიტიკის შეცვლის მომხრეა, თქვა, რომ სხვა ქვეყნებში, ნატოელ მოკავშირეთა არმიებში, ჰომოსექსუალები წლების განმავლობაში მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში და პრობლემები არ შექმნილა. ამ პოლიტიკის, ანუ არმიაში ჰომოსექსუალების სამსახურის, ღიად მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ამ კატეგორიის სამხედროების შეიარაღებულ ძალებში ყოფნა დისციპლინისა და მორალის პრობლემებს შექმნის. აი, ლევინის ცნობა:

„სხვა ქვეყნებმა ნება დართეს გეიებსა და ლესბოსელებს დისკრიმინაციის გარეშე იმსახურონ მათ არმიებში. ამას არმიის მთლიანობასა და მორალზე გავლენა არ მოუხდენია. 1993 წელს ჩატარებული გამოკვლევით, რომელიც დამოუკიდებელ კვლევით ცენტრს ეკუთვნის, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ისრაელში, ნიდერლანდსა და ნორვეგიაში, სადაც ჰომოსექსუალებს, რომლებიც არ მალავდნენ თავიანთ ორიენტაციას, ნება დართეს არმიაში ემსახურათ, დადებითი გამოცდილება შეგროვდა.“

ასეთი სულ 25 ქვეყანაა, სადაც გეიებს სამხედრო სამსახურის უფლება მისცეს. ჰომოსექსუალებისთვის აშშ-ის არმიაში ღიად სამსახურის ნებართვის მომხრეებს ორი მთავარი არგუმენტი აქვთ. პირველი: იმის გამო, რომ აშშ-ის არმია სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფება, მისი რიგების გაფართოება გახდა საჭირო და, თანაც, არმიაში ყოფნის მოსურნეთა რიცხვი შემცირდა. მოკლედ, არმიას ხალხი სჭირდება.

მეორე: არმიიდან მოუხდათ სპეციალისტების, არაბული ენის მცოდნე პირების დათხოვნა, რადგან მათ აღიარეს,
1993 წელს ჩატარებული გამოკვლევით, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ისრაელში, ნიდერლანდსა და ნორვეგიაში, სადაც ჰომოსექსუალებს ნება დართეს არმიაში ემსახურათ, დადებითი გამოცდილება შეგროვდა ...
ჰომოსექსუალები ვართო. ერთ-ერთია დან ჩოი, პრესტიჟული „უესტ პოინტ მილიტერი“ აკადემიის კურსდამთავრებული, ერაყის ომის ვეტერანი, არაბულის მცოდნე. როცა გაცხადდა მისი სექსუალური ორიენტაცია სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც ამ აკრძალვას შეეხებოდა, სამხედრო მეთაურობამ ის გაათავისუფლა. მისი მოთხოვნა განხილვის სტადიაშია.
სხვა აზრისაა ამ პოლიტიკის გაუქმებაზე სენატორი ჯონ მაკკეინი, არიზონელი რესპუბლიკელი, საქართველოში ცნობილი პოლიტიკოსი და წინა არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სამხედრო ავიაციის ვეტერანია. სენატში მოსმენაზე მან წარმოადგინა სხვა კვლევის შედეგები, რომელთა თანახმად, გამხელილი ჰომოსექსუალობა არმიაში წარმოქმნის პრობლემებს, რომელთაგან ერთს მაკკეინმა უწოდა „იძულებითი სქესობრივი კავშირი“. მისივე თქმით, ჰომოსექსუალების არმიაში ღიად სამსახური მისი რიგების ერთიანობის შესუსტებას იწვევს. მაკკეინის თქმით, ობამას ადმინისტრაციის სურვილი შეიცვალოს პოლიტიკა ეწინააღმდეგება აშშ-ის არმიის ბევრი ლიდერის სურვილს. მან მოითხოვა ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებდა არმიაზე, მისივე თქმით, „პოლიტიკის ეს სარისკო ცვლილება“. რესპუბლიკური პარტიის სხვა წარმომადგენლებმა საკითხის სენატში განხილვისას საყვედური გამოთქვეს: გეიტსიცა და მალენიც ისე ლაპარაკობენ, თითქოს პენტაგონის გამოკვლევა ცვლილების განხილვას კი არ გულისხმობს, არამედ მხოლოდ იმას, თუ როგორ განხორციელდეს ცვლილება, თითქოს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყოსო. ჯონ მაკკეინმა ასე მიმართა თავდაცვის მინისტრს, გეიტსს:

„თქვენ ასე განაცხადეთ: „ჩვენი ამოცანა ის კი არაა, მოემზადება თუ არა არმია ამ ცვლილებისთვის, არამედ ის, თუ რამდენად კარგად ვართ მომზადებული ჩვენ ამისთვის“. უფრო უპრიანი იქნებოდა - ამას დიდი პატივისცემით ვამბობ - დაგვედგინა, სწორია თუ არა არსებული კანონის გაუქმება და რა გავლენა ექნება ამას შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე, სანამ გადავწყვეტდეთ, გავაუქმოთ თუ არა კანონი. საბედნიეროდ, ეს კონგრესის საქმეა და გაუქმებისთვის მისი თანხმობაა საჭირო.“

გეიტსის პასუხის თანახმად, ის არ აპირებს კონგრესს გვერდი აუაროს. ის, უბრალოდ, გამოდის ვარაუდით, რომ პრინციპი „არ ჰკითხო, არ უთხრა“ გაუქმდება. მისივე თქმით, სურს დარწმუნდეს, რომ პენტაგონი მზად არის მიიღოს ცვლილება, როცა ეს გადაწყდება. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მის უწყებას სურს ამ ცვლილების ყველა ასპექტი განიხილოს და კონგრესს მიაწოდოს ინფორმაცია, რათა მომზადდეს ახალი კანონპროექტი ამ თემაზე. გეიტსის თანახმად, ის გულწრფელად ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, საკითხი კენჭისყრით გადაწყდეს კონგრესში.

თემა, რომელზეც შტატებში ასე საუბრობენ, საერთოდ არ არის პოპულარული ამ ქვეყანაში [საქართველოში] და, მით უმეტეს, ჯარში ...
მალენს მსგავსი შეკითხვა დაუსვა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეფ სეშენსმა, რომელმაც თქვა: არმიაში ჰომოსექსუალებისთვის ღიად სამსახურის ნების დართვისთვის მალენის მხარდაჭერა იმდენად მხურვალე იყო, რომ კაცი იფიქრებდა, შედეგი კონგრესში კენჭისყრის შემთხევაშიც წინასწარ არის განსაზღვრულიო.

მალენმა მარტივად უპასუხა: ლაპარაკი აქ ლიდერობაზეა და მე ამას ძალიან, ძალიან სერიოზულად ვეპყრობიო.“
XS
SM
MD
LG