Accessibility links

logo-print

იტალიის ენერგეტიკული კომპანია ირანთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს


იტალიის ენერგოკომპანია „ენის“ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ირანში გაზის საბადოს ათვისების შესახებ ადრე დადებული შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგ, მას აღარ გააგრძელებს და დატოვებს ირანს. “ენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, პაოლო სკარონიმ თქვა, რომ 2001 წლის კონტრაქტი ორი საბადოს ათვისების შესახებ აღარ განახლდება. იტალიას მჭიდრო სავაჭრო კავშირები აქვს ირანთან. თუმცა, პრეზიდენტი სილვიო ბერლუკონი მოწოდებით გამოვიდა, უფრო მკაცრი სანქციები დაუწესონ ირანს მისი სადავო ბირთვული პროგრამის გამო.
XS
SM
MD
LG