Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა


კრემლის მაღალი რანგის მრჩეველი გადადგა თანამდებობიდან მას მერე, რაც ათასობით ადამიანმა უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსლვა მოაწყო კალინინგრადში. კალინინგრადის ოლქისთვის პასუხისმგებელს, პრეზიდენტის მრჩეველს საშინაო პოლიტიკაში, ოლეგ მატვეიჩევს, გაზეთ „ვედომოსტის“ ცნობით, უთხრეს დაეწერა განცხადება და წასულიყო. დემონსტრაციის ორგანიზატორთა ცნობით, ათი ათასამდე ადამიანი დაესწრო დემონსტრაციას, რომელზეც პრეზიდენტ მედვედევის და ოლქის გუბერნატორის გეორგი ბოსის გადადგომა მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG