Accessibility links

logo-print

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დღეს იხსნება


დღეს მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია იწყება და ის 7 თებერვლამდე გასტანს. 46-ე კონფერენციის სლოგანია “აღარავითარი თავის მართლება! (”No more excuses!”). ამ სლოგანით უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეს - ვოლფგანგ იშინგერს სურს ღონისძიების სამასამდე მაღალი რანგის მონაწილეს მოქმედებისკენ უბიძგოს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთ-ერთი გამომსვლელი იქნება ღონისძიების შარშანდელი მონაწილე - ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი. კონფერენციაში ახლანდელ სტატუსში პირველად მიიღებენ მონაწილეობას მიიღებენ ნატოს გენერალური მდივანი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. გერმანელ დიპლომატს, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას უდგას სათავეში, სურს, რომ ღონისძიებაზე იყოს მსჯელობა აშშ პრეზიდენტ - ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პირველ წელიწადზე. “გასული წლის დაპირებები კვლავაც შესასრულებელია და თავის მართლება მისაღები აღარ არის” - აცხადებს იშინგერი. ავღანეთი და განიარაღება კონფერენციაზე განსახილველ მთავარ საკითხთა რიგში იქნება. ტრანსატლანტიკური და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე მსჯელობის გარდა (ამ თემაზე მთავარი გამომსვლელები იქნებიან გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები), ყურადღება გამახვილდება ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, აგრეთვე განიარაღებაზე, შეიარაღების კონტროლსა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე. მიუნხენის კონფერენციის მასპინძელს იმედი აქვს, რომ მეტი გახდება ცნობილი რუსეთის მიერ წარმოდგენილ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზსა და აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რაც ახლო მომავლის საქმეა. წლევანდელ კონფერენციაზე მსჯელობის თემა იქნება აგრეთვე ავღანეთი და ნატოს ახალი სტრატეგია. ამ თემებზე ისაუბრებს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და შეერთებული შტატების ყოფლი სახელმწიფო მდივანი და ამავე დროს ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე მადელინ ოლბრაიტი; აგრეთვე - გერმანიის თავდაცვის მინისტრი და რასაკვირველია - ავღანეთის პრეზიდენტი. ტრადიციისამებრ შეერთებული შტატები მიუნხენში დიდ და წარმომადგენლობით დელეგაციას გზავნის, რომელშიც იქნებიან პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატები და სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯოზეფ ლიბერმანი და ჯონ კერი, აგრეთვე გენერალი ჯეიმს ჯონსი - პრეზიდენტ ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი ამბობს: “არის საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების არაერთი საკითხი, რომლის გადაჭრაც მხოლოდ საგარეო, ან უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტებს აღარ ძალუძთ, არამედ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე რეაგირებისთვის საჭიროა ეკონომიკური ექსპერტიზა” - აცხადებს იშინგერი, რომელმაც საერთაშორისო კომპანიების არაერთი წარმომადგენელი მიიწვია კონფერენციაზე. ენერგო-რესურსების მიწოდების უსაფრთხოების საკითხზე მსჯელობაში მთავარი მონაწილეები იქნებიან აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ჩჲნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს ხელისუფლებას მიუნხენში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენს. უკვე მეორედ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად ტარდება მიუნხენის ახალგაზრდა ლიდერთა შეხვედრა. წელს კონფერენციაზე 25 ახალგაზრდა პოლიტიკოსია მიწვეული. კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა ლიდერებს შორის არიან: ”ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სვენ მიკსერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოდან - ირაკლი ალასანია, მაროკოს პარლამენტის წევრი - მბარკა ბოუაიდა. “მიუნხენის ახალგაზრდა ლიდერები” 20 ქვეყნიდან ჩავიდნენ კონფერენციაზე, მათ შორის - ბაჰრეინიდან, ეგვიპტიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან, აგრეთვე ნატოს წევრი ქვეყნებიდან”. კონფერენციის ერთ-ერთი მასპინძელი ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს: “მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, ახალგაზრდა ლიდერები გახდებიან უსაფრთხოების საერთაშორისო პოლიტიკის ქსელის ნაწილი, რომელიც შეაკავშირებს მომავლის ლიდერებს”.
XS
SM
MD
LG