Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი: 2010 წელს ევროპისთვის მთავარი საფრთხე საქართველო და ბოსნია იქნება


”გადაუჭრელი კონფლიქტები კავკასიაში ქმნის ყველაზე სავარაუდო აფეთქების წერტილებს ევრაზიის რეგიონში. მოსკოვის მზარდი სამხედრო და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები საქართველოს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან და სპორადულიძალადობა ზრდის გადაჭარბებული რეაქციის და არასწორი გათვლის საფრთხეს, რამაც შესაძლოა დაპირისპირების განახლება გამოიწვიოს” - განაცხადა აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა დენის ბლერმა სენატის დაზვერვის სპეციალური კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში.

ბლერმა აღნიშნა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პირველ წელს დათბა, თუმცა შეშფოთების მიზეზები მაინც რჩება, რადგან რუსეთი ყოფილ საბჭოთა სივრცეს საკუთარი პრივილიგირებული ინტერესების სფეროს განიხილავს და დაზვერვის საშუალებებს მთელს მსოფლიოში ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ მიმართავს.

XS
SM
MD
LG