Accessibility links

logo-print

სტაინბერგმა და გორდონმა თბილისში რამდენიმესაათიანი ვიზიტი დაასრულეს


თბილისში რამდენიმესაათიანი ვიზიტი დაასრულეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტაინბერგმა და მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა. ამერიკელი დიპლომატები საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ. თბილისიდან მიუნხენში გამგზავრებამდე აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე ჯეიმს სტაინბერგმა ვიზიტს წარმატებული უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის ახლო სტრატეგიული პარტნიორია და მის მხარდაჭერას განაგრძობს. ”ჩვენი შემდგომი დახმარებით საშუალება გვაქვს ვიმუშაოთ საქართველოსთან ეკონომიკურ აღმშენებლობასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებაზე. ასევე, მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და დემოკრატიის გაძლიერებას” - განაცხადა სტაინბერგმა. მან აღნიშნა, რომ აშშ-მა პირობა შეასრულა და საქართველოს მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. სახელმწიფო მდივნის მაოდგილემ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მადლიერია იმ როლისთვის, რომელსაც საქართველო ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში ასრულებს. სტაინბერგმა აღნიშნა, რომ ავღანეთის თემაზე სასაუბროდ საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი ეწვევა.
XS
SM
MD
LG