Accessibility links

ერაყში აფეთქებას ოცდაათამდე პირი ემსხვერპლა


ერაყის პოლიციის ინფორმაციით, ოცდაათამდე პირი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა მანქანებში ჩამონტაჟებული ორი ბომბის აფეთქების შედეგად ერაყის წმინდა ქალაქ ქარბალაში, მაშინ როცა ასი ათასობით შიიტი მომლოცველი მნიშვნელოვან რელიგიურ რიტუალში იღებდა მონაწილეობას. მომლოცველების დასაცავად მთავრობას დაახლოებით 30,000 სამხედრო და პოლიციელი ჰყავდა მობილიზებული, თუმცა აფეთქებები მაინც განხორციელდა. ქარბალაში ასი ათასობით შიიტი იყო ჩასული - მათ შორის მეზობელი ირანიდან - შიიტებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის, იმამ ჰუსეინის ტაძრისთვის პატივის მისაგებად.
XS
SM
MD
LG