Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა


უკრაინაში კვირას დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიის წარმოების ბოლო დღეა. კიევის ცენტრში აქციებს მართავენ პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი - რომლებიც ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში, კვირას დაუპირისპირდებიან. კონკურენტები ერთმანეთს არჩევნების გაყალბებებისთვის მზადებაში, და ელექტორატის მოტყუებაში ადანაშაულებენ. ხუთშაბათს ტიმოშენკომ განაცხადა, რომ თუ იანუკოვიჩი არჩევნების შედეგის გაყალბებას შეეცდება, ის თავის მომხრეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG