Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში 5 რუსი სამხედრო დაიღუპა


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 5 რუსი სამხედრო დაიღუპა და 6 დაიჭრა ჩეჩნეთში ისლამისტ მეამბოხეებთან შეტაკებისას. რუსეთის მედიის ცნობით, შეტაკებაში, რომელიც ურუს-მარტანის ოლქში მოხდა, 15 მეამბოხე მონაწილეობდა. ხუთშაბათს ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარმა ჩეჩნეთში სულ მცირე 6 ისლამისტი მეამბოხე დახოცა - და რომ მთებში გრძელდება სხვა მეამბოხეებზე „ნადირობა“.
XS
SM
MD
LG