Accessibility links

logo-print

მიუნხენის კონფერენციას ჩინეთის წარმომადგენელი გახსნის


სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, პოლიტიკოსები და თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები მიუნხენში იკრიბებიან, უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია, რომელიც წელს 46-დ ტარდება, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმს წარმოაგენს. ორდღიანი კონფერენცია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისრტ იან ცზიეჩის სიტყვით გაიხსნება. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, ირნას ცნობით, დღეს საღამოს კონფერენციის მონაწილეებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მანუჩერ მოთაქიც მიმართავს. საქართველოდან მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განმარტებით, მიუნხენის კონფერენციას მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ესწრება.
XS
SM
MD
LG