Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ჟურნალისტი უკრაინაში არ შეუშვეს


უკრაინამ ქართველ ჟურნალისტ ზურაბ ხვისტანს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა. როგორც რადიო „თავისუფლების“ რუსული სამსახურის კორესპონდენტი იუწყება, ხვისტანი კიევში არჩევნების მეორე ტურის გასაშუქებლად ჩავიდა, თუმცა ქვეყანაში შესვლაზე მას აეროპორტში უთხრეს უარი. ჟურნალისტის დაკავების ფაქტს ტელეკომპანია „იმედიც“ ადასტურებს. უკრაინაში მყოფი ქართველი დიპლომატები ცდილობენ ვითარებაში გარკვევას. გავრცელებული ცნობებით, არჩევნების პირველი ტურის დროს ხვისტანი დონეცკში იმყოფებოდა, სადაც მას თავს დაესხნენ და რამდენიმე დღით საავადმყოფოში მოხვდა.
XS
SM
MD
LG