Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტაინბერგი: საქართველო აშშ-ის ახლო სტრატეგიული პარტნიორია და ამერიკა მის მხარდაჭერას განაგრძობს


ჯეიმს სტეინბერგი
ჯეიმს სტეინბერგი
თბილისში რამდენიმე საათიანი ვიზიტი დაასრულეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტაინბერგმა და მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა. ამერიკელი დიპლომატები საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ. თბილისიდან მიუნხენში გამგზავრებამდე აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე ჯეიმს სტაინბერგმა ვიზიტს წარმატებული უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის ახლო სტრატეგიული პარტნიორია და ამერიკა მის მხარდაჭერას განაგრძობს. ”ჩვენი შემდგომი დახმარებით საშუალება გვაქვს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ეკონომიკურ აღმშენებლობასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებაზე. ასევე, მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და დემოკრატიის გაძლიერებას” - განაცხადა სტაინბერგმა. მან აღნიშნა, რომ აშშ-მა პირობა შეასრულა და საქართველოს მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მადლიერია იმ როლისთვის, რომელსაც საქართველო ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში ასრულებს. სტაინბერგმა აღნიშნა, რომ ავღანეთის თემაზე სასაუბროდ საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი ეწვევა.
XS
SM
MD
LG