Accessibility links

მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა


მიუნხენში, გერმანიაში მუშაობა დაიწყო უსაფრხოების საერთაშორო 46-ე წლიურმა კონფრენციამ, რომელშიც ოფიცალური პირები, დიპლომატები და მსოფლიოს ბევრი ქვეყნის პოლიტიკოსები მონაწილეობენ. კონფერენცია გახსნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ცზიეჩიმ, რომელმაც თქვა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისმა კრიტიკულ მომენტს მიაღწია. მიუნხენის კონფერენცია საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარ თემებს ეძღვნება.
საქართველოდან მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ”ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია.
XS
SM
MD
LG