Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კავკასიაში ძალადობას პოლიციელების სიკვდილი მოჰყვა


სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარი ძალადობის შემთხვევების შედეგად. დაღუპულთა შორის არის დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის მილიციის უფროსი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მახაჩყალის მილიციის უფროსი, ახმედ მაგომედოვი, მისი მძღოლი და ორი მცველი შეიარაღებულმა პირებმა პარასკევს დახოცეს. ვრცელდება ცნობები, რომ კიდევ ერთმა თავდასხმამ პარასკევს დაღესტნის პოლიციის კონტრტერორისტული განყოფილების უფროსიც იმსხვერპლა. მეზობელ ჩეჩნეთში, სულ მცირე, ექვსი ისლამისტი მეამბოხე და ხუთი რუსი ჯარისკაცი დაიღუპნენ ხუთშაბათის შემდეგ მომხდარი შეტაკებებისას.
XS
SM
MD
LG