Accessibility links

logo-print

მიუნხენში მიმდინარეობს უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია


გერმანიის ქალაქ მიუნხენში გრძელდება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. დღეს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვესტერველე, რომელმაც თქვა, რომ ირანის დაპირება გამდიდრების მიზნით ბირთვული საწვავის უცხოეთში გაგზავნის თაობაზე "კარგი დასაწყისია" - მაგრამ თეირანმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ვესტერველეს განცხადებით, გერმანია ირანს კვლავაც უწვდის ხელს - მაგრამ ჯერჯერობით ამას შედეგი არ მოჰყოლია. მიუნხენის კონფერენცია საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარ თემებს ეძღვნება. საქართველოდან მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია.
XS
SM
MD
LG