Accessibility links

logo-print

სააკაშვილის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნები 30 მაისს გაიმართება


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნები 30 მაისს გაიმართება. „იმისათვის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას და პირველ რიგში, ოპოზიციურ პარტიებს, ჰქონდეთ საშუალება, უკეთ მოემზადონ არჩევნებისთვის და უკეთესად დაგეგმონ საარჩევნო კამპანია, პრეზიდენტი მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს, დროულად იქნას მიღებული კანონი და პირდაპირ დაიწეროს, რომ ადგილობრივი არჩევნები და მათ შორის თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები ჩატარდეს 30 მაისს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა მანანა მანჯგალაძემ. პარლამენტში წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა მიიღოს და რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას 2010 წლის 1 ივნისამდე; კენჭისყრის გამართვის კონკრეტული დღე პროექტში დასახელებული არ არის.
XS
SM
MD
LG