Accessibility links

logo-print

უეფა: საქართველოს და რუსეთის ნაკრებები სხვადასხვა შესარჩევ ჯგუფში მოხვდებიან


ხვალ ვარშავაში გაიმართება ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის კენჭისყრა. ევროპის საფეხბურთო ფედერაციის, უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებები - ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები - სხვადასხვა კალათში მოთავსდებიან, იმისათვის, რათა კენჭისყრის შედეგად წარსულში ომებით დაპირისპირებული ქვეყნების ნაკრებები არ მოხვდნენ ერთსა და იმავე შესარჩევ ჯგუფში. უეფას პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ ამას „კარგი გადაწყვეტილება“ უწოდა და დასძინა, რომ უეფა სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთისგან მკაფიოდ მიჯნავს.
XS
SM
MD
LG