Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა პრეზიდენტს ირჩევს


უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და ოპოზიციონერი ვიქტორ იანუკოვიჩი უპირისპირდებიან. პირველ ტურში, რომელიც 17 იანვარს გაიმართა, იანუკოვიჩმა ტიმოშენკოსთან შედარებით 10 პროცენტით მეტი ხმა დააგროვა. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ის დღევანდელ კენჭისყრაშიც ლიდერობს. ანალიტიკოსების აზრით, რომელიმე კანდიდატის მცირედი უპირატესობით გამარჯვებამ შესაძლოა დამარცხებულს მოქმედებისკენ უბიძგოს. ტიმოშენკომ უკვე განაცხადა, რომ დარღვევების შემთხვევაში საკუთარ მომხრეებს ქუჩაში გაიყვანს.

XS
SM
MD
LG